23 მარტი 2025,   00:33
ვრცლად
ბესიკ ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს, წილის ნაწილი სახლში მიჰქონდათ - ბესო ხარძიანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკვე 4 საათია, პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს, პირველად განიხილება "ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე", რომელიც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს ეხება.

      სხდომაზე მოუსმინეს ხარძიანის შვილს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ბიზნესმენი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კომისიის წევრებმა მოუსმინეს გია უდესიანის ცოლის ძმას, ზაზა გუგავას, რომელიც სხდომაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ჩაერთო.

      კითხვები ეხებოდა ბიზნესწილებს და ოფისის ეპიზოდს, როდესაც გამოძიების ინფორმაციით, ხარძიანის ძმაზე იძალადეს. კითხვებს უპასუხა ადვოკატმაც.

      კომისიის წევრების განცხადებით, განიხილება 2011 წელს ხარძიანის დაპატიმრების, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რასაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება და ბიზნესის წართმევა მოჰყვა.

      ბესო ხარძიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მამამისისნაირ ბიზნესმენებს ართმევდნენ წილებს და ავსებდნენ ბიუჯეტს, ნაწილი კი სახლში მიჰქონდათ.

      "ბესიკ ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს. მისნაირი ბიზნესმენებს ართმევდნენ, რაღაც ნაწილი ბიუჯეტში შეჰქონდათ, გადახურავდნენ, გადმოხურავდნენ და ზოგიერთი წილის ნაწილი სახლში მიჰქონდათ. დღემდე ვიმკით ამ ყველაფერს როგორც ოჯახები, ისე სახელმწიფო. მამაჩემის ფაქტი პირველი არ იყო და არც უკანასკნელი. ასე ამუშავებდნენ სახელმწიფოს, რომ უნდა წაერთმიათ. უპრინციპო ხალხი იყო", - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

       

      ავტორი: სიმონ შანავა

      დღის ამბები
      მეტი