09 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
სააკაშვილი ნიუ-იორკში კონკორდიას სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა

ნიუ-იორკში კონკორდიას სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სენატორი ჯონ მაკკეინი უძღვებოდა და მას საქართველოს ექს-პრეზიდენტთან ერთად პოლონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტებიც ესრწებოდნენ. საუბრის მთავარი თემები კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები იყო.

ჯონ მაკკეინმა საქართველოს, პოლონეთისა და ლატვიის ყოფილი ლიდერების წარმატებულ მმართველობაზე ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა კი თავის გამოსვლაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის პარალელურად განიხილავს სამხედრო წინსვლას მოლდოვასა და კავკასიაში და აძლიერებს ძალებს აზერბაიჯანის დასაპყრობად. სააკაშვილის თქმით,  „სახიფათო გზას გავდივართ და დიდი სიფრთხილე გვმართებს“. 

 

დღის ამბები