
ავსტრიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი რევაზ ლომინაძე დაინიშნა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი საქართველოს ელჩის პოსტზე გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა. საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს უზბეკეთში. ამ პოსტზე დავით კოტარია დაინიშნა. ბელარუსის რესპუბლიკაში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი საგანელიძე დაინიშნა.