
"იმედი მაქვს, რომ ე.წ. "ნაცური" პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და დარჩებიან საკუთარი სიტყვის ერთგულნი", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იაგო აღნიშნავს, სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ეს პარტიები საკუთარ სიტყვას გადავლენ და თვითმმართველობის არჩევნებში მაინც მიიღებენ მონაწილეობას.
"იმედი მაქვს, რომ ე.წ. "ნაცური" პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და დარჩებიან საკუთარი სიტყვის ერთგულნი, თუმცა ვხედავ ამ პირველი სიტყვიდან უკან დახევას.
არ ვიცი ბატონი ნიკა მელია და ბატონი ნიკა გვარამიაც უკან დაიხევენ საკუთარი პოზიციიდან თუ არა, მაგრამ ტენდენცია, სამწუხაროდ, პირიქით მიდის, რომ "ნაცები" და "ნაცური" პარტიები როგორც ჩანს, აპირებენ მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.