24 მარტი 2025,   22:33
ვრცლად
"ახალგაზრდებს მივმართავ, თვალ-ყური ადევნონ ამ კომისიის მუშაობას, რეალურად დაინახონ, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმი" - ლევან მაჭავარიანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "კომისია გააგრძელებს მუშაობას. მაქსიმუმ 6 თვეში, თავის მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ მასალას გადასცემს პროკურატურას," - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას, რომელმაც გუშინ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

      "პირველ რიგში, ახალგაზრდებს მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვ, რომ დრო გამონახონ და თვალ-ყური ადევნონ პირდაპირ ეთერში ამ კომისიის მუშაობას. რეალურად დაინახონ, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და შემდეგ გაავლონ პარალელი, თუ როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი დღეს.

      გუშინდელი დღე იყო მძიმე საყურებელი და მოსასმენი. ბატონი ბესარიონ ხარძიანის ვაჟი საუბრობდა, თუ რა ტრაგედია გადახდა მის ოჯახს. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს ერთეული შემთხვევები არ იყო. ეს იყო სისტემური ხასიათის და ანალოგიური გამოიარა 10 ათასობით ოჯახმა.

      ამ საქმის მთავარი ფიგურანტები არიან უდესიანი და ადეიშვილი მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კომისია გააგრძელებს მუშაობას. მაქსიმუმ 6 თვეში, თავის მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ მასალას გადასცემს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

      დღის ამბები
      მეტი