03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
საპროტესტო აქცია "გლობალ ქარ ექსპორტერის" წინააღმდეგ

შპს ”გლობალ ქარ ექსპორტერით” დაზარალებულები  დღეს ვაკე საბურთალოს პოლიციასთან შეიკრიბნენ.

როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ავტომობილები საზღვარგარეთ ამ დაწესებულების დახმარებით შეიძინეს. თუმცა, მათი მანქანები კომპანიამ საქართველოში არ ჩამოიყვანა.

შპს ”გლობალ ქარ ექსპორტმა” სულ ასამდე ადამიანი დააზარალა.

აქციის მონაწილეები კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

დღის ამბები