03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში

ვაკეში, გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფარი, შესაძლოა, დაიხუროს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ანტისანიტარიას და ხმაურს უჩივიან და თავშესაფრის დახურვას ითხოვენ.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი კი თბილისში ერთ-ერთია, სადაც უპატრონო ცხოველებს იბარებენ და უვლიან.  თავშესაფარში არსებული ინფორმაციით, 300-მდე ძაღლია მოთავსებული.

თავშესაფრის საკითხთან დაკავშირებით კი დღეს საკრებულოში სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც თამაზ ელიზბარაშვილს და მის მხარდამჭერებს კომისიის სხდომაზე სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

საკრებულოსთან კი ძაღლების თავშესაფრის გადარჩენისათვის აქციაც გაიმართა. 

თამაზ ელიზბარაშვილი საკრებულოს მუშაობას ეჭქვეშ აყენებს და მხარედ მოიხსენიებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები