03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ნაციონალური ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნაციონალური ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაური მედიაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემურ თემებად სოციალური და კომერციული რეკლამების, ასევე ფინანსური გამჭირვალობის შესახებ კანონები დაასახელეს.

ტელეკომპანიების ხელმძღვანელები კარგ ტრადიციად აფასებენ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს და ფიქრობენ, რომ ასეთ შეხვედრებს კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეების შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ფორმატით მომავალშიც შეიკრიბებიან. 

დღის ამბები