03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
თბილისში ძაღლების თავშესაფარს ხურავენ? - ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში

თბილისში, შესაძლოა, ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი დახურონ. საუბარია თამაზ ელიზბარაშვილის  ძაღლების თავშესაფარზე, სადაც შეფარებული ცხოველების რაოდენობა 300 აჭარბებს.

თავშესაფარი ვაკეში, გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის კერძო საკუთრებაა.

თავშესაფრის დახურვის მოთხოვნით სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი გამოდის. ისინი აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძობენ.

დღეს ამ საკითხზე საკრებულოში სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომჩივანი და მოპასუხე მხარის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები. საკითხის განხილვა სხდომაზე ვერ მოხერხდა, რადგან მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სასაფლაოზე აგიყვან და მოგკლავ,“ - ასე მიმართა თამაზ ელიზბარაშვილს ერთ-ერთმა მომჩივანმა ტარიელ ჭანტურიძემ. ჭანტურიძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც ძაღლების თავშესაფრის დახურვის მოთხოვნით გამოდიან.

ჭანტურიძეს ამ განცხადებას სხდომაზე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. სხდომა კი ჩაიშალა.

სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავშესაფრის შესაძლო დახურვას აპროტესტებდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები