03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
საბი ბერიანიძის გარდაცვალების ფაქტზე მისი მეგობარი დაკითხეს

25 წლის ბექა, იგივე საბი ბერიანის გარდაცვალების ფაქტზე სამართალდამცველებმა მისი მეგობარი გიორგი ჩხარტიშვილი დაკითხეს, რომელთანაც ბოლო სატელეფონო ზარი იყო განხორციელებული.

დაკითხვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩხარტიშვილს დეტალებზე არ უსაუბრია. 25 წლის ახალგაზრდა მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ სახლში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ბერიანიძე ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის არევის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები