03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ვარშავის პოლიციამ მრავალრიცხოვანი მარში დაშალა

ვარშავის პოლიციამ პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი მარში დაშალა.

შეტაკებები სამართალდამცველებთან მაშინ დაიწყო, როდესაც მშვიდობიან მსვლელობას ულტრა–მემარჯვენე დაჯგუფებების წევრები გამოეყვნენ, რომლებმაც პოლიციელებს ქვები დაუშინეს. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

არეულობა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარშის დროს უკვე მეოთხე წელია ძალადობით სრულდება.

დღის ამბები