03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
2013 წელს ყველაზე მეტი პრემია იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასცა

„ინფორმაციისა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით ყველაზე მაღალი პრემიები ჯამში 111 ათას 9 ლარი იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა. საიდანაც გუბერნატორსა და მის ოთხ მოადგილეზე - 25 ათას 215 ლარი, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე - 85 ათას 794 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებისთვის კი - 5 ათას 300 ლარი გადაირიცხა.

აღნიშნული ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტომობილების (სულ 17 ავტომანქანა) საერთო ღირებულებამ 252 ათას 409 ლარი შეადგინა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემულმა პრემიებმა ჯამში 103 ათას 945 ლარი შეადგინა. მათ ბალანსზე 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება, რომლის საერთო ნარჩენი ღირებულება 261 ათას 840 ლარია.

2013 წელს გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემულმა პრემიებმა 69 ათას  370 ლარი შეადგინა, მათ შორის გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 10 ათას 200 ლარი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გაცემული პრემიის ოდენობა ჯამში 51 ათას 448 ლარია.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების ჯამი - 38 ათას 432 ლარი, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებს 10 ათას 182 ლარი გადაეცათ.

მცხეთა-მთიანეთში ჯამში გაცემული იქნა 54 ათას 970 ლარის პრემია, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში - 61 ათას 884 ლარი, ქვემო ქართლში კი - 95 ათას 550 ლარი.

„მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით რომ შევადაროთ გუბერნატორებზე გაცემული პრემიების ან/და სახელფასო დანამატების გაცემის ოდენობა ერთმანეთს, ამ მხრივ რიგებში პირველია - კახეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორ ბ. ნ. ზურაბ ჭიაბერაშვილზე გაცემული სახელფასო დანამატი 26 200 ლარის ოდენობით. მას მოჰყვება, ქვემო ქართლის გუბერნატორსა (მამუკა ჩიქოვანი - 10 500 ლარი ) და იმერეთის გუბერნატორზე (ვახტანგ ბალავაძე - 10 000 ლარი) დარიცხული პრემიის ოდენობა ლარებში.  წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ - 46 341 ლარი“, - აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.

ამავე თემაზე
დღის ამბები