03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სოციალურად დაუცველებმა მერიასთან გზა გადაკეტეს

თბილისის მერიასთან საგზაო მოძრაობა დღეს რამდენიმე წუთით შეფერხდა - საპროტესტო აქციას თბილისის ზღვის უბნის ერთ-ერთი შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მართავენ.

"კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, აქციის მონაწილეები თბილისის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ქალი შეუძლოდაც გახდა.

თბილისის მერიასთან საგზაო მოძრაობა საპატრულო პოლიციამ გახსნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები