03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
რუსული რადიოსადგური „SPUTNIK“ საქართველოში მაუწყებლობას იწყებს

საქართველოში რუსულენოვანმა რადიოსადგურმა დაიწყო ფუნქციონირება. რადიოს SPUTNIK- ქვია და ის რუსული საინფორმაციო სააგენტო "РОССИЯ СЕГОДНЯ“-ს ახალ ბრენდს წარმოადგენს.

რადიო SPUTNIK-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რადიო საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსულ და ქართულ ენებზე გააშუქებს.  

„ეს რადიო არ იქნება პროპაგანდისტული მანქანა, ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სწორ ინფორმაციას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული ვითარების შესახებ“, - აცხადებს  რადიოსადგურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანტონ ლასხიშვილი.

ლასხიშვილის თქმით, რადიოსადგურის მიზანია 2015 წლიდან 24 საათიან მაწუეყებლობაზე გადავიდეს მანამდე კი საინფორმაციო გამოშვებები მხოლოდ დღის განმავლობაში იქნება.

„РОССИЯ СЕГОДНЯ“ - ს გენერალური დირექტორის განცხადებით რადიო „SPUTNIK“ განვითარებულ მოვლენებს განსხვავებულად გააშუქებს და შესთავაზებს მოქალაქეებს.

„საქართველოში ინფორმაცია ერთპორალურად შუქდება რაც არ არის სწორი, ჩვენი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მოქალაქეებს რომლების ეძებენ განსხვავებულ აზრს და ხედვას“ - აცხადებს „РОССИЯ СЕГОДНЯ“ - ს გენერალური დირექტორი დიმიტრი კისილევი.

რადიო სადგური "SPUTNIK“-ის სამომავლო გეგმები 2015 წლისათვის, 130 ქალაქში, 34 ქვეყანაში 30 ენაზე მაუწყებლობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები