03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
რუსთავში გაზის გაჟონვით 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე საქმე აღიძრა

რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, რუსთავში დევნილთა დასახლებაში გაზის გაჟონვის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები მუშაობენ. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ამ დროისათვის ზუსტდება, თუ საიდან მოხდა გაზის გაჟონვა, ვინაიდან, სახლში დამონტაჟებული იყო როგორც გაზის, ასევე წყლის გამათბობელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები