03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
არასამთავრობოები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან

ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობას სხვადასხვა საგანმანათლებო ლექციებით, სარეკლამო კლიპებით და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით შეებრძოლებიან.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების გადამზადება ოჯახური ძალადობის საქმეების გამოძიების, შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიმართულებით.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ნებისმიერ ქმედებას, რაც გაამკაცრებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პასუხისმგებლობას.

კამპანიის გახსნა სიმბოლურად 25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დღეს, საპროტესტო მსვლელობით იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები