03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
"იდენტობა" ეჭვობს, რომ ბექა ბერიანი ჰომოფობიის მსხვერპლია

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ ბექა ბერიანის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ბექა ბერიანი ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო მოკლეს და გამოძიების მიერ დასახელებული ოფიციალური ვერსია რეალობისგან შორს არის.

განცხადება ჟურნალისტებისთვის ორგანიზაცია „იდენტობამ“ ამ თემაზე სასაუბროდ გამართა, LGBT  თემის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

„სავარაუდოდ, ჩვენ გვაქვს საქმე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან და პოლიციამ მეტი გამჭვირვალობა უნდა გამოავლინოს ისე, რომ პირადი ცხოვრების დეტალები არ გაამჟღავნოს მსხვერპლის. თითქმის შემთხვევების 100 პროცენტს, იყო ეს ძარცვა, ცემა თუ სხვა, როცა ზუსტად ვიცოდით, რომ მსხვერპლზე იმიტომ იძალადეს, რომ ის ამ თემს ეკუთვნოდა, პოლიციამ ყოველთვის არასწორი კვალიფიკაცია მისცა“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ.

ბრიფინგს კესო აბრამიძეც ესწრებოდა, რომელმაც ხელისუფლებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ბერიანის მკვლელს სათანადოდ დასჯიან.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა, იგივე საბი ბერიანი ლევან კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯერ მოკლა, შემდეგ კი გარდაცვლილის დროებით საცხოვრებელ სახლს ხანძარი წაუკიდა. ლევან კ-ს თქმით, ის ბერიანს თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ. განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები