03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
რუსთავში დევნილთა დასახლებაში გაზის მილები შემოწმდება - დავით ჯიქია

რუსთავში აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებაში გაზის მილები და მოწყობილობები შემოწმედება. გადაწყვეტილება ამის შესახებ რუსთავის მერიამ მიიღო. ადგილზე რამდენიმე საათში „სოკარ გაზის“ წარმომადგენლებს ელოდებიან.

დავით ჯიქიას განცხადებით აღნიშნული ქმედება პრევენციის მიზნით განხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას რუსთავში დევნილთა დასახლებაში  გაბელაიების 4 წევრი გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის მიზეზი სპეციალისტების ვარაუდით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გარდაცვლილთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი და მშობლები არიან. შემთხვევის ადგილს სპეციალისტები სწავლობენ, რათა გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა.

არსებული ინფორმაციით CO-ს გაჟონვა თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლიდან მოხდა.

ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს სრულად რუსთავის მერია დაფარავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები