03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ნარმანიას მტკიცებით, საბავშვო ბაღებში "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისები ჰქონდა მოწყობილი

თბილისის მთავრობაში მომავალი წლის ბიუჯეტის დეტალებზე მსჯელობენ. დედაქალაქის ადმინისტრაცია 800 მილიონი ლარიდან პრიორიტეტული ხარჯების განსაზღვრას გეგმავს. ძირითადი თანხა, ანუ 238 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, 168 მილიონი კი - ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე.

სხდომის დასაწყისში თბილისის მერმა საბავშვო ბაღებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვითარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მკვეთრად გაუმჯობესებულია წინა პერიოდთან შედარებით, გაჩნდა დამატებითი ადგილები და საბავშვო ბაღები აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისები.

„2 თვეში მოვახერხეთ ის, რომ დამატებით 3 ათასამდე ბავშვის ადგილი გავაჩინეთ და ვაწესრიგებთ ამას საბავშვო ბაღებში და მომავალ წელს მინიმუმ 4 ათასი ბავშვისთვის მოწესრიგდება ადგილები. "ნაციონალური მოძრაობის"  ოფისებისთვის გადაცემული საბავშვო ბაღები, ეს არის ძალიან მწარე რეალობა, როცა ჩვენი შვილების მომავალზე თქვეს უარი და იქ ერთი ვიწრო პარტიული ინტერესის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტია შეიყვანეს“, - განაცხადა დავით  ნარმანიამ და რაიონების გამგებლებს დაავალა მოიძიონ ინფორმაცია საჯარო დაწესებულების პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენების ფაქტების შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები