03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
კახეთში არასრულწლოვნების მიერ 12 წლის გოგონას გაუპატირების ფაქტს შსს სწავლობს

გურჯაანის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში არასრულწლოვანმა ბიჭებმა 12 წლის თანასკოლელი გააუპატიურეს.

ინფორმაციის მიხედვით მერვე კლასელმა ბიჭებმა მეშვიდე კლასელი გოგო გააუპატიურეს, პროცესი კი ტელეფონით გადაიღეს და გაასაჯაროვეს. 

არსებულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამმართველო სწავლობს.

პოლიციის რაიონულ განყოფილებაში მოსწავლეთა მშობლების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია „გურჯაანმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით გოგონას 2 თვის განმავლობაში უფროსკლასელები აშანტაჟებდნენ და მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. 

დღის ამბები