08 ოქტომბერი 2024,   18:51
ვრცლად
ევროპაში 26 წლის ტერორისტს ეძებენ - ISIS კი ევროპასა და ამერიკას კვლავ ემუქრება

საფრანგეთი ომშია – ასე მიმართა დღეს ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის პარლამენტს. საფრანგეთის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

პარიზთან ერთად კი დღეს სპეცოპერაციების ეპიცენტრად ბრიუსელის შემოგარენი იქცა, სადაც ამ ტერაქების სულის ჩამდგმელი ცხოვრობდა. დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი, თუმცა მათ შორის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი არ არის.

26 წლის სალაჰ აბდესლამი სავარაუდოდ ერთადერთი ტერორისტია, რომელიც ტრაგედიის ღამეს ცოცხალი გადარჩა და ახლა მას მთელ ევროპაში ეძებენ. ცნობილია, რომ აფეთქებების შემდეგ ის ბელგიაში დაბრუნდა და საზღვარზეც გააჩერეს, თუმცა მალევე გაუშვეს.  ვიდრე ბელგიელი და ფრანგი სამართალდამცველები ტერორიტებს ეძებენ ისლამური სახელმწიფო ევროპას და შეერთებულ შტატებს ახალი აფეთქებებით ემუქრება. 

პარიზში დაღუპულებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. საფრანგეთში მომხდარი ტერორისული აქტების შესახებ დღეს დიდი ოცეულის სამიტზე იმსჯელეს. ამ თემაზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე, თამარ ნუცუბიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები