03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
პანკისში მოხდარი ჩხუბის დროს დაკავებულები 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ბრაგვაძეს, ბექა ყაჩმაზაშვილს, ვისურ და ლევან მუთოშვილებს ბრალი ხულიგნობაში ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე ემუქრებათ.
მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 დეკემბარს გაიმართება. პანკისში ეს 4 ახალგაზრდა პოლიციამ 9 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დროს დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები