03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" იხურება

სასტუმრო "შერატონი" 1 დეკემბრიდან დაიხურება. სასტუმროში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება.

2016 წელს სასტუმრო სრულიად სახეშეცვლილი გაიხსნება. მოეწყობა დამატებითი ნომრები, გასართობი ცენტრები, სპა, საუნები და სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი გახდება.

შესაძლოა, შეიცვალოს მისი ფასადის ნაწილიც. 140 ნომრიდან კი მათი რაოდენობა 220-მდე გაიზრდება.

შპს ”რას ალ ხაიმა დეველოფმენტის” დირექტორი, ჯეიმს ბუქენანი  აცხადებს, რომ ეს პროქტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან.

„ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა აქ მუშაობს, საქმიანობას გააგრძელებს პროექტის დასრულების შემდეგაც. ჩვენ მათ ჩართვას ამ პროექტშიც ვგემავთ. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იმ სტრატეგიისა, რაც ამ პერიოდში გავწერეთ,“ - აღნიშნა ჯეიმს ბუქენანმა

ეს პროექტი მთლიანად 25 მილიონი დოლარი ჯდება.

დღის ამბები