03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ახალი შეზღუდვები ტელევზიებისთვის - მარეგულირებელი სარეკლამო რეგულაციაზე მუშაობს

მედიასაშუალებების წარმომადგენლების უმეტესი ნაწილისთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რომელსაც მარეგულირებელი კომისია მაუწყებლის შესახებ კანონში გეგმავს.

ცვლილება რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს გულისხმობს, რაც ტელეკომპანიების ხელმძღვანელების პროტესტს იწვევს.

ამ თემაზე დღეს მათ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იმსჯელეს და საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს. ისინი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

მათი თქმით, იმ შემთხევაში, თუ პროექტი, როგორც კანონი, ისე დამტკიცდება, შესაძლოა, ტელევიზიების ფინანსურ დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენოს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ცვლილებებზე და დამატებებზე საფუძვლიანად იმსჯელონ და კომისიამ მათი შენიშვნები პროექტის საბოლოო ვარიანტში გაითვალსწინოს.

მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი კი ეჭვობს, რომ ეს ახალი რეგულაციები შესაძლოა „ცუდი მიზნებისთვის“ იყოს შემუშავებული.

თავად მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე კი პირობას სდებს, რომ „საქმიან მოსაზრებებსა და შენიშვნებს გაითვალისწინებენ“.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები