03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ახალი რუსული რადიოსადგური საქართველოში

ახალი რუსული რადიოსადგური საქართველოში. უკვე რამდენიმე დღეა, FM დიაპაზონზე ქართულენოვანი რუსული არხი მაუწყებლობს.

“РОССИЯ СЕГОДНЯ” ქართული რედაქცია ამ ეტაპზე საეთერო დროის მხოლოდ 4 საათს იყენებს. თუმცა, მალე არხი ინტერნეტსივრცეშიც გავა. მედიაექსპერტები ვარაუდობენ, რომ რადიო "სპუტნიკის" რუს დამფუძნებელებს საქართველოში კონკრეტული მიზნები აქვთ.

„SPUTNIK“-ი იმ აუდიტორიაზეა გათვლილი, რომელიც ერთპოლარული მსოფლიოს პროპაგანდითაა დაღლილი და ალტერნატიული მოსაზრებები სჭირდება,“ - ასე ფიქრობს რუსული საინფორმაციო სააგენტოს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი, რომელიც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განწყობითაა ცნობილი. მისმა მწვავე განცხადებებმა ამერიკასა და რუსეთს შორის სერიოზული დიპლომატიური სკანდალიც კი გამოიწვია.

“დღეს ბრძოლის ძირითად სახეობას საინფორმაციო ომი წარმოადგენს. თუ იგებ საინფორმაციო ომს, შემდეგ შეგიძლია, დაბომბო კიდეც. ხოლო, თუ დამარცხდები, დაბომბვის უფლება არ გაქვს. გლობალური საინფორმაციო ომი ახლაც მიმდინარეობს,” – ამის შესახებ დიმიტრი კისილოვი აცხადებს.

გლობალური საინფორმაციო ომის საწარმოებლად დიმიტრი კისელოვმა მულტიფუნქციური ჰოლდინგი "სპუტნიკი" შექმნა, რომელიც 34 ქვეყანას მოიცავს. 2015 წლისთვის კრემლის მიერ დაფინანასებული მედიაჰოლდინგი მსოფლიოს 130 ქალაქში დაიწყებს მაუწყებლობას. მედიაექსპერტები ფიქრობენ, რომ რუს დამფუძნებელებს საქართველოში კონკრეტული მიზნები აქვთ. 

დღის ამბები