03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
პრობლემური მშენებლობების შემსწავლელი კომისია მუშაობას იწყებს

პრობლემური მშენებლობების შემსწავლელი კომისია დღეს პირველ სხდომას მართავს. ტექნიკურ საკითხთან ერთად შეკრებაზე კომისიის წევრები დიღმის ტყე-პარკის, ვაკის პარკისა და ასათიანის ქ. №10-ში მიმდინარე მშენებლობის საკითხებს განიხილავენ.

დროებითი კომისია თბილისის მთავრობის განკარგულებით, 5 ნოემბერს შეიქმნა და მას დედაქალაქის მერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან ასევე დავით ნარმანიას მოადგილე, ნინა ხატისკაცი, ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს წევრები.

სხდომა მერიაში 13 საათზეა ჩანიშნული.

დღის ამბები