03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
საბაგიროს მშენებლობის საკითხი ნარმანიამ საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად განიხილა

"ვარდების მოედნისა" და ფუნიკულიორის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს თბილისის მერთან საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და არქიტექტორებმა.

მათ იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც, შესაძლოა, საბაგიროს მშენებლობას მოჰყვეს. დედაქალაქის ძველი იერსახის დასაცავად სპეციალისტები თბილისის მერიას საბაგიროს ასაშენებლად ძველ სადგურს სთავაზობენ.

დავით ნარმანიამ არ გამორიცხა, რომ საკითხის დეტალურად განხილვის შემდეგ ძველი საბაგიროს აღდგენა მოხდეს. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ეს გარკვეულ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები