03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეა. მეტეხის ხიდზე კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.

პარაკლისის დაწყებამდე კი ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვით მსვლელობები მოეწყობა.

მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სიმბოლურად, დღევანდელ დღეს დაამთხვიეს მეტეხის ხიდზე აბრების განთავსებაც, სადაც აღნიშნულია ოფიციალურად, რომ ხიდი სწორედ ასი ათასი მოწამის სახელობის არის.

დღის ამბები