03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
მრავალშვილიანი დედა გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომის რაიონის სოფელ ლიკანში 48 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი ირინა გელაშვილი ოთხი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო.
ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი დამამშვიდებელ საშუალებებს იღებდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები