03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ნიკა მელიამ საკრებულოსთან ასფალტი დააგო

„დედაქალაქის მთავრობა არის უნიათო და უუნარო,“ - ასე აფასებს დედაქალაქის მერის მუშაობას ნიკა მელია და ცხადებს, რომ ნარმანიას მთელი მისი მმართველობის განმავლობაში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განუხორციელებია.

დედაქალაქის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მერობის ყოფილმა კანდიდატმა და მისმა თანამოაზრეებმა სიმბოლურად ლერმონტოვის ქუჩაზე, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე, ასფალტი დააგეს და ამ ფორმით ქალაქის მთავრობის მუშაობა გააპროტესტეს.

აქცია ამ დროისთვის აქცია საკრებულოსთან დასრულებულია. 

დღის ამბები