03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
31 წლის გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა

31 წლის ვლადიმერ ქერდიყოშვილი, რომელიც ახლობლებმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა.

თავდაპირველად, გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა, რომ ის შსს-ს თანამშრონელი იყო. 

მომხდართან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ კაპრალი ბოლო ხუთი თვის მანძილზე დათხოვნაში იმყოფებოდა, რადგან ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე იყო მივლინებული.

ვლადიმერ ქერდიყოშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა. მას გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებში  მხარდამჭერი ბატალიონის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ასეულის „ბ“ ტიპის რადიო კავშირების მანქანების ჯგუფის რადიო ოპერატორის პოზიცია ეკავა.

მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

დღის ამბები