03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ლადო პაპავა ყოფილი თანამშრომლების დახმარების ინიციატივით გამოდის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პრესკონფერენცია გამართა. ვლადიმერ პაპავამ პარლამენტში შესულ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება, დაეხმაროს ასაკოვან, ყოფილ თანამშრომლებს.

მისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ინიციატივას დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში.

უნივერსიტეტის რექტორი გამოეხმაურა ნეპოტიზმის ბრალდებასაც. პაპავას განმარტებით, უმაღლეს სასწავლებელში ყველა კადრი კონკურსის შედეგად შეირჩა და, თუ ვინმეს სურდა უნივერსიტეტში მოხვედრა, შერჩეულ კანდიდატებზე უკეთესი შედეგები უნდა ეჩვენებინათ.

„არცერთი პირი რექტორის კეთილი ნებით ან მისი ბრძანებით არ დანიშნულა. ყველა კონკურსით ავირჩიეთ,“ - განაცხადა პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღის ამბები