03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ავარია ურეკთან - ავტობუსი გზიდან გადავარდა [ფოტოები]

ურეკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  10-მდე ადამიანი დაზარალდა.

თურქეთიდან მომავალი ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა სავარაუდოდ მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შედეგად მოხდა, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

დაშავებულები უკვე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და მათ გადაუდებელი მკურნალობა უტარდებათ.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

დღის ამბები