03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ურეკთან ავარიის დროს დაზარალებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

ურეკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირი ურეკის კატასტროფის ცენტრშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები იმ მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ, რომელსაც ანტალიიდან თბილისში მომავალი თურქული კომპანიის კუთვნილი ავტობუსი დაეჯახა.

ავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე თურქული კომპანიის წარმომადგენლები, რომელსაც ავტობუსი ეკუთვნოდა.

ავტობუსის მგზავრები მსუბუქი დაზიანებებით მკურნალობას საკუთარ სახლებში გადიან.

ფაქტის შესახებ დეტალებს "კურიერში" 6 საათზე შემოგთავაზებთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები