03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
თბილისში 2 წლის ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე 2 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს უკვე გაუწიეს შესაბამისი სამედიცინო დახმარებაც, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ.

მცირეწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით 2 წლის გოგონას სხეულის მრავლობითი მოტეხილობები აქვს . მცირეწლოვანმა ვარდნის დროს ტრავმა თავის არეშიც მიიღო.

ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის 55 ნომერში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

დღის ამბები