03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსული რადიო „სპუტნიკით“ დაინტერესდა

რუსული რადიო – სპუტნიკით კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდა. უწყებამ უკვე გამოითხოვა დოკუმენტაცია საქართველოში მაუწყებელი რადიო არხიდან. იმ შემთვევაში, თუკი მაუწყებელი ლიცენზირების უფლებას არღვევს, ან საჭვო იქნება რუსული რადიოსადგურის დაფინანსება, არ არის გამორიცხული კომპანიას სანქციები დაუწესონ.

ქართულენოვანი რუსული რადიო, რომელიც რუსული სახელმწიფო მედია ჰოლდინგის РОССИЯ СЕГОДНЯ-ს ნაწილია, ეთერში რამდენიმე დღეა გავიდა. РОССИЯ СЕГОДНЯ-ს კრემლთან დაახლოებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განცხადებებით ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი კისილოვი ხელმძღვანელობს.  

დღის ამბები