03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
„რატომ ვაპირისპირებთ სულიერ და ეროვნულ მოღვაწეებს“, - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა არასწორი ნაბიჯი იყო.

სააკაშვილის აზრით, ქუჩებისათვის სახელების ცვლილება უდროო იყო და თბილისის საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით მოხდა სულიერი და ეროვნული მოღვაწეების დაპირისპირება და პრიორიტეტების მინიჭება.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი შეუცვალეს და ბერი გაბრიელის სახელი დაარქვეს. ბერი გაბრიელი ძალიან საპატივცემულო სულიერი ლიდერი იყო საქართველოსთვის, მაგრამ რატომ ვაპირისპირებთ ერთმანეთს საქართველოს სულიერ და ეროვნულ მოღვაწეებს?! რა დროს ეგ არის. რა დროს ერის გათიშვაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები