კინორეჟისორმა და საქართველოს სახალხო არტისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, წერილი შეიტანა. მერაბ კოკოჩაშვილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ითხოვს, 9 აპრილის გმირებს (21 დაღუპულს და დაღუპულებს შორის ნაპოვნ ნახევრად მკვდარ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭონ. დოკუმენტს 58 ხელმომწერი ჰყავს.
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მიზანი იმ ადამიანებისთვის სათანადო პატივის მიგება, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირა.