03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებთ შსს-ში საგანგებო თათბირი გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებთ ხვალ საგანგებო თათბირს გამართავს. თათბირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, სამინისტრო თათბირზე დასწრებისაკენ მოუწოდებს პარტია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება აქციის დეტალები. შსს-ში განმარტავენ, რომ თათბირის მიზანია ღონისძიების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები