03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
უკავშირდება, თუ - არა საბი ბერიანის მკვლელობა მის ორიენტაციას?

ბიანკა შიგუროვა აცხადებს, რომ საბი ბერიანი მისი ორიენტაციის გამო მოკლეს. ბიანკას მტკიცებით, საბის მკვლელი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც მანამდე მას დაესხა თავს.

შიგუროვას თქმით, მასზე თავდამსხმელს "სასტიკად აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა ცნობადი ტრანსსსექსუალი, თუკი ვინმე ტელევიზიით გამოსულა, და იცნობს, მოკლას". შიგუროვას თქმით, ამის შესახებ თავდამსხმელმა უთხრა.

„მარჯვენა ხელში ეკავა ელექტროშოკი და მომადო, რის შედეგადაც ნახევარი მკერდი ჩალურჯებული მქონდა. ორივე ხელით მახრჩობდა, ხმა არ ამოიღო უნდა მოგკლაო, მეუბნება. შენ არც კი იცი, მე ვინ ვარ, ძაღლი ვარო“, - იხსენებს ბიანკა "კურიერთან" საუბრისას.

ბიანკა სახლში იმ ელექტოშოკსაც ინახავს რომელიც მისი თქმით თავდამსხმელს დარჩა. ბიანკა ამბობს რომ მისი გადარჩენა მეზობელმა შეძლო, რომელიც ყვირილზე გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ საბი ბერიანი 2 დღის წინ საკუთარ საცვორებელში ჯერ მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს. პოლიციამ ამ საქმეზე ერთი პირი დააკავა, რომელიც დანაშაულს აღიარებს, თუმცა მკვლელობის მოტივად ფულზე შელაპარაკებას ასახელებს.

პოლიციაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, სამართალდამმცავები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ,რომ დაკავებული პოლიციელი იყო, თუმცა მათი განამრტებებიდან ირკვევა,რომ შესაძლოა ბიანკა შიგუროვაზე თავდამსხმელი და საბის მკვლელი ერთიდა იგივე პიროვნება იყოს, რადგან მკვლელობაში ეჭვმიტანილში შიგუროვამ სწორედ ის პირი ამოიცნო,რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, შიგუროვას ექსპერტიზაც ჩაუტარდა. სწორედ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაირკვევა, წაუყენებენ თუ არა დამატებით ბრალს მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს. დაკითხვის, ამოცნობისა და ექსპერტიზის ჩატარების დროს შიგუროვას თან ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენელიც ახლდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები