09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
დონეცკსა და ლუგანსკში რუსული სამხედრო ტექნიკა კვლავ გადაადგილდება

დონეცკსა და ლუგანსკში ვითარება დღითიდღე იძაბება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ორივე რეგიონში უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება რუსული სამხედრო ტექნიკა. უკრაინა–რუსეთის საზღვრის გასწვრივ კი რუსული ქვედანაყოფების მობილიზება გრძელდება ავია ბრიგადების და საჰაერო თავდაცვის ძალების ჩათვლით. პარალელურად სეპარატისტები პერიოდულად უტევენ უკრაინის არმიის პოზიციებს.

გასული 24 საათის განმავლობაში სამთავრობო ძალებმა შეტაკებების შედეგად 4 ჯარისკაცი დაკარგეს 19 კი დაიჭრა. ეუთოსა და ნატოს შემდეგ უკრაინაში რუსული ძალების შესვლის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით დღეს დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების სახელით რუსეთის რეგულარული არმია მოქმედებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები