03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ბენდუქიძის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულზე გადატანილი ოპერაცია გახდა

კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.
"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებლის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა გახდა.
ის დიდ ბრიტანეთში ორი კვირის წინ შვეიცარიიდან ჩავიდა. შვეიცარიაში კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, სადაც გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები