03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ბენდუქიძის გარდაცვალების გამო სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტში იკრიბებიან

კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან - ამის შესახებ ”კურიერის” კორესპონდენტი იუწყება.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ”საქართველოს ცოდნის ფონდის” დაქვემდებარებაში შედის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოსაც კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა გახდა. 

კახა ბენდუქიძე დიდ ბრიტანეთში ორი კვირის წინ შვეცარიიდან ჩავიდა. შვეიცარიაში ”თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, სადაც გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები