03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
„თუნდაც სამი სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას, რაც კახამ გააკეთა,“ - ვახტანგ ლეჟავა

„თუნდაც 3 სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას რაც კახამ გააკეთა“-ასე ეხმაურება კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკისა ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვახტანგ ლეჟავა.

ბენდუქიძის თანამშრომლები იხსენებენ, რომ რამდენიმე დღის წინ მისგან ინფორმაცია მიიღეს ოპერაციის გაკეთების შესახებ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ლაშა გოცირიძის თქმით ბენდუქიძე მას სწერდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და გამოჯანმრთელდა, თუმცა გუშინ მის შეტყობინებებს უკვე აღარ პასუხობდა.

თავისუფალ უნივერსიტეტში ღამით შეკრებილი სტუდენტები კახა ბენდუქიძეს იხსენებენ და ამბობენ, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა მათი განათლების პროცესში და ბენდუქიძე არა მხოლოდ თანამშრომლებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო.

შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა გახდა. 

კახა ბენდუქიძე დიდ ბრიტანეთში ორი კვირის წინ შვეცარიიდან ჩავიდა. შვეიცარიაში ”თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, სადაც გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები