03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
"ადამიანი განსაკუთრებული ხედვით"-ვიტალი კლიჩკო ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება

კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას უკრაინის წამყვანი პოლიტიკური ფიგურებიც ეხმაურებიან. ქვეყნის პრეზიდენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მიუსამძიმრა ბენდუქიძის ახლობლებს და იმ მილიონობით ადამიანს, რომლისთვისაც ის იყო და დარჩება დიდი ცვლილებების განმახორციელებლად. პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა:

“ისეთ ადამიანებზე როგორიც კახაა ამბობენ, ადამიანი განსაკუთრებული ხედვით. მან დაინახა მთელი სურათი და არამხოლოდ მცირე დეტალები, უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა. ამზადებდა მკაფიო და გაბედულ რეფორმებს, იგი იყო ეკონომიკის არა მხოლოდ ბრწყინვალე თეორეტიკოსი არამედ კიდევ უფრო წარმატებული პრაქტიკოსი. საქართველო ბევრ რევოლუციურ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, მას უნდ უმადლოდეს” – წერს კლიჩკო.

ამავე თემაზე
დღის ამბები