09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
სეპარატისტების სროლის შედეგად, ლუგანსკში 4 ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთში, ლუგანსკის მიმდებარე ტერიტორიებზე სეპარატისტებმა ცეცხლი სამხედროების კოლონას გაუხსნეს. დაღუპულია ოთხი ჯარისკაცი. ვითარების ესკალაციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ეუთოს მონიტორებს 10 ჯავშანმანქანა გადასცა.

„რუსეთ-უკრაინის საზღვარს, რომელიც ეუთოს მონიტორინგის ქვეშაა, მუდმივად კვეთენ რუსეთის რეგულარული ჯარები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშები, რომელსაც მთელი მსოფლიო და სხვადასხვა ინსტიტუტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით ავრცელებენ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა~ პეტრო პოროშენკომ.

პარალელურად, შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს მინსკის შეთანხმების დარღვევა.

საერთაშორისო შეშფოთების მიუხედავად, ოფიციალური რუსეთი აცხადებს, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: გულწრფელად ვაცხადებ რომ უკრიანის საზღვარზე სამხედრო გადაადგილებები არ ხდება და ჩვენი ჯარები არ არიან მის ტერიტორიაზე. მინსკის შეთანხმება ძალიან მნიშნელოვანია, რომელიც ამ კონფლიქტის მოგვარების გზას წარმოადგენს. თუმცა გვაღელვებს ის ფაქტი რომ კიევი არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები