03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"კახა ბენდუქიძე არაორდინალური პიროვნება იყო. მის ღვაწლს მომავალი უფრო კარგად გამოაჩენს," - დავით უსუფაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო. დეპუტატებმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი ფეხზე წამოდგომით მიაგეს. პარლამენტის თავჯდომარემ კი საკანონმდებლო ორგანოს სახელით განცხადება გააკეთა.

დავით უსუფაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ კახა ბენდუქიძე არაორდინალური პიროვნება იყო. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ  კახა ბენდუქიძის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი აჩვენებს.

„მინდა, გამოვთქვა მწუხარება კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ პარლამენტის სახელით მის ოჯახს. კახა იყო არაორდინალური პიროვნება. მის ღვაწლს და საქმიანობას დრო უფრო კარგად აჩვენებს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები