03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან,“ - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს კანონმდებლობით  მინიჭებული უფლებების ბოლომდე გამოყენებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი უნდა იყოს როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე მთავრობის სტაბილურობის გარანტი.

გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ უნდა აკონტროლოს მთავრობის ქმედებები და ასევე უნდა შეძლოს, რომ არ მოხდეს რომელიმე მინისტრის დისკრედიტაცია.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტისადმი მიმართვის დროს ყურადღება გაამახვილა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებზე. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილმა დავით კირვალიძისა და ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზე ისაუბრა.  

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევამ ქვეყანა დააზიანა.

„პარლამენტს ხელთ აქვს მთავარი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შეუძლია, გახდეს ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი. ასევე, პარლამენტი უნდა იყოს გარანტი მთავრობის სტაბილურობისა. არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის მუშაობამაც სტიმული მისცა სოფლის მეურნეობას და შემდეგ სწორედ ეს მინისტრი ეჭვმიტანილი აღმოჩნდა კორუფციაში, რაც შემდეგ არ დამტკიცდა და თან ამ ქმედებას არაფერი არ მოჰყვა. მეორე მინისტრი, რომელიც ნატო-მ სწორედ სამინისტროს გამჭვირვალეობის შექმნისთვის აღიარა, მისი თანამშრომლები კორუფციაში დაადანაშაულეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან. პარლამენტი კი სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები