03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
„კახა ბენდუქიძის სახით საქართველომ დაკარგა დიდი მოაზროვნე და პატრიოტი,“ - რიჩარდ ნორლანდი

„კახა ბენდუქიძის სახით საქართველომ დაკარგა დიდი მოაზროვნე და პატრიოტი,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკის ელჩი კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტს.

რიჩარდ ნორლანდი ფიქრობს, რომ ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიციები ჩადო.  ნორლანდი მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებს უსამძიმრებს.

"მთავრობაში მოღვაწეობითა და "ცოდნის ფონდის", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის დაარსებით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო. მსოფლიო დონის განათლებამ, რომელიც ხელმისაწვდომია მის უნივერსიტეტებში და მისმა პირადმა ღვაწლმა გააფართოვა ათასობით ქართველი სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტი და უკვდავყო კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობა მომავალ თაობებში," - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები