03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
შსს-ში შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა - ზურაბ ჯაფარიძე

15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხვალინდელი აქციის დეტალები იქნა განხილული.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

"ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია შსს-ს წარმომადგენლებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში ხდება ზეწოლა მძღოლებზე. თუმცა, ეს შსს-ს კომპეტენცია არ არის, ამას აკეთებს ე.წ. სუს-ი. ავუხსენით დეტალურად ხვალ დაგეგმილი აქციის გეგმები, სად იქნება ხალხი შეკრებილი, როგორი იქნება მსვლელობა და ა.შ. შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული. დაგვპირდნენ, რომ ეცდებიან, მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი და არ დაუშვან ექსცესები. ჩვენ ჩვენის მხრიდან ვუთხარით, რომ ხვალ იგეგმება მშვიდობიანი აქცია და არ გავცდებით კანონის ფარგლებს," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები